Saturday, May 1, 2010

projects features

1. პროექტის სახელი:
Countries and Capitals

2. პროექტის მოკლე აღწერა:
ქვეყნები და მათი დედაქალაქები:საქართველო და თბილისი,დიდი ბრიტანეთი და ლონდონი,ამერიკის შეერთებულო შტატები და ვაშინგტონი .მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება-შესწავლა და მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება

3. პროექტის სრული აღწერა:
საქართველო თავისი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით უნიკალური ეკოსისტემებითა და თვალწარმტაცი ხედებით, ყოველთვის იზიდავდა დამთვარიელებელს. ეს თვალწარმტაცი ქვეყანა ჩვენი სამშობლოა მაგრამ ჩვენთვისაც კი ბოლომდე ამოუცნობი თავისი ბუნებრივი ხიბლითა და ხალხით.
დიდი ბრიტანეთი ქვეყანა აგრეთვე დიდი და უძველესი ისტორიით. სრულიად განსხვავებული ადათ-წესებით, კულტურით და ხალხით. ქვეყანა რომლის ენასაც ვსწავლობთ და სახელმწიფო რომლის საპარლამენტო ისტორია საუკუნეებს ითვლის. ამერიკის შეერთებული შტატები, აბსოლიტური განსხვავება ზემოთ ხსენებულ ქვეყნებთან :უახლესი ისტორიით. ისტორია რომელიც სულ რაღაც ორ ასეულ წელს მოიცავს მაგრამ თავისი მიღწევებით ყველა სფეროში სამაგალითოა სხვა თუნდაც უძველესი სახელმწიფოებისათვის. ზე სახელმწიფო თავისი ეკონომიკით თავდაცვით და რაც მთავარია დემოკრატიის მედროშე. მოსწავლეები დავყავით ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივეცით დავალება ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან აერჩიათ მათთვის სასურველი ქვეყანა და მოეძიათ ყველა ინფორმაცია მათ შესახებ.მოძიებული ინფორმაცია შეჯამდა, შეივსო ვიდეო და ფოტო მასალებით აგრეთვე გაკეთდა სლაიდშოუ. შემაჯამებელ გაკვეთილზე გაშვებულ იქნა ვიდეო და სლაიდშოუ რომლის ფონზეც თითოულმა ჯგუფმა მოახდინა თავის მიერ მომზადებული მასალის პრეზენტაცია.
მონაწილეები შეფასდებიან
რუბრიკით
4. მონაწილეთა ასაკი: 16 - 17 წლამდე

5. ვადები, ხანგრძლივობა: 2010 წლის თებერვალი -მარტი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, მოძიებული მასალის ელექტრონული ვერსია.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები გააკეთებენ სლაიდშოუს. მოძიებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას. გაკეთდება პლაკატები. კედლის გაზეთები. გაიმყარებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს შეისწავლიან ვებ-2.0- ის სერვისებს.

8. სასარგებლო სხვებისთვის:
მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას. გააცნობენ თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.

9. სამუშაო ენა: ინგლისური

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში _ გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვადასხვა კუთხეების ადგილმდებარეობას), ისტორიაში (შეისწავლიან სამი სახელმწიფოს წარსულსა და აწმყოს)ბიოლოგიაში (შეისწავლიან ფლორას და ფაუნას), უცხო ენაში (გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს), ინფორმატიკაში (გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებს).



11. პროექტის ფასილიტატორები:

მაია ლომიშვილი
12. პროექტის ფასილიტატორების ელ. ფოსტა:

maia.lomishvili@gmail.com